კატეგორიები

Monday 17 March 2014

ინოვაციური პროექტი "Neptune Suite": ახალი კომპიუტერული ერა

კომპანია ნეპტუნმა INDIEGOGO-ზე წარმოადგინა მოწყობილობები, ჭკვიანი საათი, ტაბლეტი, ლეპტოპი, უკაბელო ყურსასმენები, TVD Dongle და სმარტფონი, ყველა ეს მოწყობილობა ერთ მთლიანობად.
კომპანია მოწყობილობებს იმ შემთხვევაში გამოუშვებდა, თუ 100000 ამერიკული დოლარი შეგროვდებოდა INDIEGOGO-ს საშუალებით, თუმცა აღნიშნულ თანხას 800–900 პროცენტით უკვე გადააჭარბა, ანუ აღნიშნული პროექტი შედგა და ჩვენ უნდა ველოდოთ ამ შესანიშნავ მოწყობილობებს.


რას გვთავაზობს კომპანია NEPTUNE?

1. ჭკვიანი საათი: ეს არის საკმაოდ დახვეწილი დიზაინის მქონე ჭკვიანი საათი, რომელიც წარმოდგენილია 2.4 ინჩიანი დრეკადი ეკრანით, მძლავრი 4 ბირთვიანი  1.8 გიგაჰერც სიხშირის მქონე პროცესორით, 64 გიგაბაიტიანი შესანახი მეხსიერება, ანდროიდ 5.0 ოპერაციული სისტემა, ბლუთუსი, სამ არხიანი გიროსკოპი, აქსელემეტორი, ციფრული კომპასი, GPS, NFC, LTE მეოთხე თაობის ქსელები(ასევე მეორე და მესამე თაობის ქსელების მხარაჭერა), სპიკერი, მიკროფონი, გულის ცემის საზომი სენსორი, სანო სიმ ბარათის სლოტი, წყალგამძლეობა და 1000 მილიამპერიანი ბატარეა.

ალბათ დამეთანხმებით, რომ აღნიშნული ტექნიკური მახასიათებლები ჭკვიანი საათვისთვის ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება, ასევე საინტერესოა მისი დიზაინიც. საათი წარმოდგენილია S,L და M ზომებში
ეს არის პირველი მაჯის პერსონალური კომპიუტერი



2. სმარტფონი: აღნიშნული სმარტფონი ნამდვილად არ არის ძალიან ჭკვიანი, თუმცა ვნახოთ რას გვთავაზობს კომპანია.
5 ინჩიანი HD ეკრანი, 8 მეგაპიქსელიანი მთავარი და 2 მეგაპიქსელიანი წინა კამერა, მძლავრი 4 ბირთვიანი პროცესორი 1.8 გიგაჰერც სიხშირით (იგივე, რაც საათის პროცესორადაა წარმოდგენი, იგივე პროცესორი აყენია ტაბლეტზეც, ეს არის ერთი ცენტრალური პროცესორი, რომელიც ამუშავებს ყველა მოწყობილობას), სპიკერი, ლაუდსპიკერი, მიკროფონი, სამ არხიანი გირსოკოპი, აქსელემეტორი, 60 გიგაჰერც სიხშირის WiGig ტექნოლოგია და 2800 მილიამპერიანი ბატარეა.
საკმაოდ კრგად გამოიყურება სმარტფონის ტექნიკური მონაცემებიც, თუმცა ბაზარზე უფრო მძლავრი სმარტფონებიც გვხდება, მაგრამ ეს მაინც ყველასგან განსხვაბული პროდუდქტია.

3. ტაბლეტი: მოდი გავიგოთ რამდენად მძლლავრი ტაბლეტი/ლეპტოპი წამოგვიდგინა კომპანიამ.
10 ინჩიანი FHD რეზოლუციის მქონე ეკრანი, HD წინა კამერა ვიდეო ზარებისთვის, ლაუდსპიკერი, მიკროფონი, სამ არხიანი გიროსკოპი, აქსელემეტორი, 60 გიგაჰერც სიხშირის WiGig და 7000 მილიამპერიანი ბატარეა.
მშვენიერი კომბინაციაა, ამ ყველაფერთან ერთად.



ეს არის დაბლეტისთვის განკუთვნილი უკაბელო კლავიატურა.


4. TV DONGLE:  ეს არის HDMI მოწყობილობა, რომელიც ტელევიზორს უერთდება და თქვენ გაქვთ კომპიტერი ტელევიზორში ;)


5. უკაბელო ყურსასმენები


კლავიატურას რაც შეეხება, ის შეგიძლიათ გამოიყენოთ ტაბლეტის და DONGLE მოწყობილობის კლავიატურად.
მოწყობილობების ფასი საერთო ჯამში წინასწარ თანხის გადახდით 599 ამერიკულ დოლარ შეადგენს და დაგეზოგებათ 300 ამერიკული დოლარი. ექსკლუზიურად INDIEGOGO-ზე წარმოდგენის დროს 649 ამერიკული დოლარი იქნება და დაგეზოგებათ 250 ამერიკული დოლარი. იმ შემთხვევაში თუ წინასწარ 199 ამერიკულ დოლარს გადაიხდით, რელიზის დორს მოგიწევთ 550 ამერიკული დოლარის გადახდა და დაგეზოგებათ 150 ამერიკული დოლარი. მოწყობილობების რელიზი 2016 წლის თებერვალში შედგება, იმ შემთხვევაში თუ კომპანია 100000 ამერიკულ დოლარ შეაგროვებ, ამ დროისთვის კი ერთი თვის განმავლობაში შეგროვებულია 800000 ამერიკული დოლარი.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი ტექნიკური დეტალები, მათ შორის რა პროცესორია წარმოდგენილი აღნიშნულ მოწყობილობებში.


No comments:

Post a Comment