კატეგორიები

Thursday 7 May 2015

Xiaomi Mi4i: 205 დოლარიანი ფლაგმანური სმარტფონი

მინდა გაგაცნოთ კომპანია Xiaomi-ს ეს შესანიშნავი ფლაგმანური სმარტფონი, რომელიც ფასის გათვალისწინებით ნამდივად იმსახურებს მაღალ შეფასებას. სმარტფონი წარმოდგენილია 5 ინჩიანი ეკრანით 1080 პიქსელ გარჩევადობით (ეკრანის მწარმობლები SHARP და JDI).
სმარტფონის ძირითადი კამერა წარმოდგენილია 13 მეგაპიქსელიანი სენსორით (მწარმოებლები სონი და სამსუნგი), 5 ლინზიანი F2.0 დიაფრაგმით, ხოლო წინა კამერა 5 მეგაპიქსელია, ფათო ხედვის კუთხოთ.

გთავაზობთ აღნიშნული სმარტფონით გადაღებულ ფოტოებს.

სმარტფონის ბატარეა შეადგენს 3120 მილიამპერიანი, რომელიც ვიდეოს ყურების რეჟიმში ძლებს 11 საათს, 35 საათი საუბრის რეჟიმში და 59 საათი მუსიკის მოსმენის რეჟიმში.
 ცენტრალურ პროცესორად წარმოდგენილია 8 ბირთვიანი  “Qualcomm Snapdragon 615″, 64 ბიტიანი არქიტექტურით და 1.7 გიგაჰერც სიხშირით (4 ბირთვი 1.7 გიგაჰეც სიხშირით და 4 ბირთვი 1 გიგაჰერც სიხშირით). გრაფიკულ პროცესორად წარმოდგენილია “Adreno 405″. 
სმარტფონის შემადგენლობაშ ასევე შედის 2 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 16 გიგაბაიტი შესანახი მეხსიერება, ორი სიმ ბარათის სლოტი, მეოთხე თაობის მობილური ქსელები.



No comments:

Post a Comment